LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები მორიგი აქციისთვის ემზადებიან

35

შსს-ს მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც სხვადასხვა ტიპის რეგულაციებს ეხება, მოსახლეობა კვლავ აპროტესტებს. განსაკუთრებით აქტიურობენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლები, რომლებიც თვლიან, რომ ამ კანონის შემოღებით სახელმწიფო ზღუდავს არჩევანის თავისუფლებას. ამასთან დაკავშირებით მათ შექმნეს სპეციალური გვერდი ”მარჯვნივ საჭე ჩემი უფლებაა”, სადაც დაიგეგმა 6 დეკმბრის აქცია. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ იგეგმება საპროტესტო აქციის ახალი ტალღა. უცვლელად გთავაზობთ სოც–ქსელში გავრცელებული განცხადებას:

”აქციის მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივის იმ კონკრეტული პუნქტის გაპროტესტება რომელშიც საუბარია მარჯვენა საჭიანი ავტომობილების განბაჟების გაუქმებაზე 2016 წლის 1 მარტიდან.

ჩვენ ამ მოთხოვნით 6 დეკემბერს ჩავატარეთ პირველი გამაფრთხილებელი აქცია. მოგეხსენებათ რაოდენობრივად ბევრი ვიყავით. ჩვენს აქციას არ მოყოლია გამოხმაურება შესაბამისი უწყებების მხრიდან, ამიტომ მიგვაჩნია, რომ მათ სათანადოდ ვერ შეგვაფასეს და ვერ გაიგეს ჩვენი მოთხოვნები. ამიტომ 13 დეკემბერს 16:00- ზე დავიწყებთ მსველობას. შეკრების ადგილი თბილისის ზღვა, ვარკეთილი, ე.წ “ჩინელების ქალაქი”, საიდანაც გადავინაცვლებთ, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შიანგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც კიდევ ერთხელ გავახმაურებთ ჩვენს მოთხოვნას. მსველობა გაგრძელდება პარლამენტის მიმართულებით სადაც 17:00-ზე ყველა ერთად საყვირებით მოვუწოდებთ ჩვენს მთავრობას, მოგვისმინოს და გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნა, ამის გარდა ჩვენ კვირასვე დავიწყებთ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას…

თუ ვერ ახერხებთ აქციაზე მოსვლას და გვიჭერთ მხარს, კვირას 13 დეკემბერს, 17:00 დან 17:10- მდე სადაც არ უნდა იყოთ, ჩართეთ საყვირები თქვენს ავტომობილზე, ყველა ქუჩაში ყველა უბანში ყველა ქალაქში, გამოხატეთ სოლიდარობა ჩვენი უფლებების დასაცავად.

მსვლელობები პარალელურად ჩატარდება, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში , ფოთშო და სხვა ქალაქებში.

კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ ჩვენ ისევ შევარჩიეთ კვირა დღე და თავისუფალი ტერიტორია შესაკრებად, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის დისკომფორტი შევუქმნათ ჩვენს თანამოქალაქეებს, მაგრამ თუ კიდევ ვერ მივიღებთ კონკრეტულ პასუხებს და დაპირებებს, მსვლელობებს დავიწყებთ სამუშაო დღეებში.”