მარკ ცუკერბერგის ქონება $100 მილიარდი გახდა და ის მილიარდელების კლუბს შეუერთდა,ინფორმაციას CNN-ავრცელებს.
მარკ ცუკერბერგის ქონება $100 მილიარდი მას შემდეგ გახდა, რაც მისი კუთვნილი სოციალური ქსელის Facebook-ის აქციების ღირებულება გაიზარდა.
გამოცემის მიხედვით, Facebook-ის აქციების ფასი 6.5%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც დონალდ ტამპმა განაცხადა, რომ გასართობ აპლიკაცია TikTok-ს 45 დღის განმავლობაში აკრძალავს.
Facebook-ი აცხადებს, რომ სოციალური პლატფორმა სულ უფრო პოპულარული ხდება მომხმარებლთა შორის და პლატფორმას, WhatsApp-ისა და Instagram-ის ჩათვლით, 3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.
კომპანიის ცნობით, Facebook-ის ქსელი განსაკუთრებით მოთხოვნადი პამდემიის დროს გახდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციებზე ფასი 30%-ით გაიზარდა, რამაც მარკ ცუკერბერგს $22 მილიარდის შემოსავალი მოუტანა.
ამ დროის მონაცემებით მარკ ცუკენბერგი ქონების მაჩვენებლით მხოლოდ Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსა და Microsoft-ის მეპატრონე ბილ გეიტსს ჩამოჩება.