მარნეული-სადახლოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მედიასაშუალება Marneulinews.ge-ს ინფორმაციით, შემთვევა 8 თებერვალს მოხდა – ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, ავარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
