LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა

139
პოლიცია

მარნეულში, სოფელ ბაიდარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ოჯახი გადაადგილდებოდა, ხეს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g