მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, „კოვიდ-19“ით ინფიცირებულები სოფელ კირაჩმუღანლოს მცხოვრებლები არიან.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.
8 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 9 .
სულ ქვეყანაში Covid 19-ის 810 შემთხვევა გამოვლინდება, 683 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 13.
