LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარო მაყაშვილის გამოსახულებით საფოსტო მარკა მალე მიმოქცევაში გამოვა

103
154935288-3804450069644624-7258151110984497944-o

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ იმ გმირებისთვის პატივის მისაგებად, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში გმირულად იბრძოდნენ და თავი შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას, დაამტკიცა საქართველოს საფოსტო მარკის ესკიზი. შედეგად, უახლოეს მომავალში მიმოქცევაში გავა საფოსტო მარკა პირველი ქალი – საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით.

საქართველოს ეროვნული გმირი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის, საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში, 1921 წლის თებერვალში, თბილისის მისადგომებთან დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები