LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Maroon 5-ის ლიდერს ყალბი Maserati მილიონ დოლარად მიჰყიდეს

119
maserati

ცნობილმა მუსიკოსმა ადამ ლევინმა ყალბი Maserati Ghibli SS Spyder იყიდა. მსოფლიო პოპულარობის მოპოვების, მილიონების გამომუშავების და მდიდრული ცხოვრების უზრუნველყოფის შემდეგ ბევრი ვარსკვლავი იწყებს ავტომობილების შეგროვებას. გამონაკლისი არ გამხდარა არც ამერიკული ჯგუფის Maroon 5-ის სოლისტი, რომელიც კლასიკური სპორტქარებითაა გატაცებული. თუმცა, მისი გატაცება მოტყუებით დასრულდა და მილიონი დოლარი ვითომდა უნიკალურ მოდელში გადაახდევინეს.

თავის დროს მხოლოდ 45 ასეთი სპორტქარი იყო გამოშვებული, ამიტომ მათი ფასი ძალიან მაღალია. უნიკალური Maserati-ისთვის მუსიკოსმა 100 ათასი დოლარი გადაიხადა, ასევე გასცა თავისი ორი Ferrari-ც, რომელთა ფასიც 950 ათასი დოლარია. ასე რომ ლევინმა მილიონი დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ საეჭვო ისტორიის მქონე ავტომობილი მიეღო.

მუსიკოსმა გამყიდველს სასამართლოში უკვე უჩივლა და თაღლითობაში დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები