LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტო რონალდოზე ნაკლები: სევილიას გმირობა და ორი იტალიური ლიგაზე

86

ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი მერვედფინალი დასრულდა და შესაბამისად ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა. მაინც მოულოდნელი იყო მანჩესტერში დაფიქსირებული შედეგი, როდესაც „სევილიამ“ 2:1 აჯობა „იუნაიტედს“. მართალია, ჟოზე მოურინიომ თქვა, „მანჩესტერისთვის“ ამით არაფერი ახალი არ მომხდარაო, მაგრამ… „რომამ“ კი „შახტარი“ დაძაბულ დაპირისპირებაში გაიარა და იტალიურ გუნდებს ფასი აუწია.

წუხანდელი მატჩების რამდენიმე საინტერესო სტატისტიკა.

 

 

„სევილია“ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში პირველად ითამაშებს ბოლო 60 წლის განმავლობაში (1957/58 წლების სეზონის შემდეგ).

„სევილიამ“ „მანჩესტერის“ კარში 21 დარტყმა შეასრულა. ეს საუკეთესო შედეგია სტუმარი გუნდისთვის „ოლდ ტრაფორდზე“ ბოლო 7 წელიწადში.

რომელუ ლუკაკუმ კარიერაში მე-200 გოლი გაიტანა.

ბენ იედერს ჩემპიონთა ლიგის სეზონში ყოველ 65 წუთში გააქვს გოლი. უკეთესი მხოლოდ კრიშტიანო რონალდოა.

ბენ იედერი შეცვლაზე შევიდა და 6 წუთში დუბლი გაიფორმა.

 

 

ორი იტალიური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში პირველად გავიდა ბოლო 11 წლის განმავლობაში.

„რომა“ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა.

ედინ ჯეკომ პირველად გაიტანა ლიგის პლეი-ოფში.

 

„შახტარმა“ ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად ვერ დაარტყა ზუსტად კარში ლიგის გათამაშებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები