სულ ცოტა ხნის წინ საკულტო ფილმის „მარტო სახლში“ რიმეიქის პირველი თრეილერი გავრცელდა. ახალ ფილმში მაკოლეი კალკინს 12 წლის არჩი ჰეიესტი შეცვლის. რაც შეეხება სიუჟეტს, ის 1990 წლის ფილმის ანალოგიური სცენარით განვითარდება.
ტაბლოიდები აცხადებდნენ, რომ კევინის ოჯახის წევრებს შორის მაკოლიეი კალკინიც გამოჩნდებოდა, თუმცა ის ახლად გავრცელებულ ტრეილერში არ ჩანს. ფილმის ძველი ქასთიდან კევინს უფროს ძმას, ბასს ვიხილავთ, რომელიც ამჯერად პოლიციელის როლს მოირგებს.
ფილმის პრემიერა 12 ნოემბერს შედგება.
30 წლის წინ „მარტო სახლშის“ პრემიერა შედგა – ნახეთ როგორ გამოიყურებიან ფილმის გმირები დღეს