LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტოსული „შავი გედი“ – ნატალი პორტმანის ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

279
page

მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ ნატალი პორტმანი და მისი მეუღლე, ბენჯამინ მილპე 11 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.  ინსაიდერების განცხადებით, ნატალიმ ქმრის ღალატის შესახებ ჯერ კიდევ მარტში შეიტყო, ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა რთული პერიოდის გადალახვას, თუმცა საბოლოოდ მან საყვარელ მამაკაცს ღალატი არ აპატია და მას დაშორდა.

ნატალი პორტმანმა მეუღლეს ღალატი არ აპატია და დაშორდა – ახალი დეტალები წყვილის შესახებ

ნატალი და მისი მეუღლე ფეხბურთის დიდი ქომაგები იყვნენ და მატჩებს ერთად ხშირად ესწრებოდნენ. ამჯერად ნატალი საფეხბურთო თამაშს მარტო დაესწრო. ინტერნეტსივრცე კი „შავი გედის“ ვარსკვლავის ფოტოებმა მოიცვა, რომელიც ძალიან დანაღვლიანებულად და მარტოსულად გამოიყურება.

რაც შეეხება ბენჯამინის რომანს, მან ნატალის 25 წლის ფრანგ აქტივისტთან, კამილ იტიენთან უღალატა.

ღალატის შემდგომი გარჩევები – პაპარაცებმა აქვითინებული ნატალი პორტმანი გადაიღეს – ახალი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები