LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერს პასუხობს: “შემოსავლები ხმარდება კანიონის მოვლა-პატრონობას”

16324
BeFunky-collage (1)

მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის დი­რექ­ტო­რი თა­მარ ივე­რის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი კა­ნი­ონ­ში არ­სე­ბულ ფა­სებს აკ­რი­ტი­კებს. თა­მარ ივერ­მა “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი აღ­წე­რა და ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რიზ­მის პრობ­ლე­მებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

მარტვილის კანიონი! კორუფციის ბუდე! სახელმწიფო გვატყავებს ოფიციალურად - თამარ ივერი

"წავალ და ტელევიზიით ან ინტერნეტში ვნახავ საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს და ვიღაცა ჩინოვნიკების ჯიბეს არა და არ გავამდიდრებ."

მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის დი­რექ­ტო­რი თა­მარ ივერს მის­სა­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში პა­სუ­ხობს:

“მო­გე­სალ­მე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ. მად­ლო­ბა, რომ და­ინ­ტე­რეს­დით მარ­ტვი­ლის კა­ნი­ონ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბით. მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნი თა­ვი­სი პრო­ექ­ტი­რე­ბით და გან­ვი­თა­რე­ბით არის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია და ის აღი­ა­რე­ბუ­ლია ევ­რო­საბ­ჭოს მიერ ევ­რო­პის საბ­ჭოს ლან­დშაფ­ტე­ბის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად. სა­ქარ­თვე­ლოს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნებ­რივ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა ეკო­ტუ­რიზ­მი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გან­ვლი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებს მი­ლი­ონ­ზე მეტი ვი­ზი­ტო­რი ყავ­და. მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, რო­მელ­საც მხო­ლოდ 2019 წელს 189 894 ვი­ზი­ტო­რი ეწ­ვია, გახ­სნის დღი­დან დღემ­დე კი 800 000 – მდე ვი­ზი­ტორს უმას­პინ­ძლა. მარ­ტვი­ლის კა­ნი­ონ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბა 6 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის უფა­სოა, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და რე­ზი­დენტ პი­რებ­ზე ვრცელ­დე­ბა ფას­დაკ­ლე­ბა.

შე­გიძ­ლი­ათ დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნოთ ფა­სებს: ბი­ლე­თი 6 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის უფა­სო; ბი­ლე­თი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის (6 წლი­დან 18 წლამ­დე) -5.5 ლარი; ბი­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და რე­ზი­დენ­ტი პი­რე­ბის­თვის, გარ­და არას­რულ­წლოვ­ნე­ბი­სა -10.35 ლარი;სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, გარ­და არას­წრულ­წლოვ­ნე­ბი­სა – 17.25 ლარი; მოს­წავ­ლე­თა და სტუ­დენ­ტთა ჯგუ­ფის ვი­ზი­ტის დროს, ერთი სკო­ლის, კო­ლე­ჯის ან სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გი უფა­სო; ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გი­დე­ბი უფა­სო;

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის სიგ­რძე 2,4 კმ-ია და აქე­დან, ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­ზეც ფა­სი­ა­ნი სერ­ვი­სე­ბი ვრცელ­დე­ბა, მხო­ლოდ 700 მეტ­რია. და­ნარ­ჩე­ნი ტე­რი­ტო­რია შე­გიძ­ლი­ათ უფა­სოდ და­ათ­ვა­ლი­ე­როთ. მარ­ტვლის კა­ნი­ო­ნის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას სჭირ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, რომ­ლის მი­ღე­ბის წყა­როს ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს. შე­მო­სავ­ლე­ბი ხმარ­დე­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბის ხარ­ჯებს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ დღე­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში 87 და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა.ნა­ვე­ბით გა­სე­ირ­ნე­ბის სერ­ვისს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ ეს სერ­ვი­სი გა­და­ე­ცათ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მი­ა­ნო­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი, კერ­ძოდ მარ­ტვი­ლის, სო­ფელ ლე­ბა­ჩეს მო­სახ­ლე­ო­ბის 70 ოჯახს. დღეს მარ­ტვი­ლის კა­ნი­ონ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლია 150-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი.აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ 2016 წლამ­დე მარ­ტვილ­ში 2 სას­ტუმ­რო და 1 სა­სა­დი­ლო ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის სწო­რი და ეფექ­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად, დღეს მარ­ტვილ­ში 45-ზე მეტი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო, 8 სას­ტუმ­რო და 5-ზე მეტი რეს­ტო­რა­ნია, და და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, მარ­ტო მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, 500-ზე მეტი ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლით გა­ი­ზარ­და. მხო­ლოდ 2017 წელს, მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის გახ­სნის წელს, კა­ნი­ონ­მა მარ­ტვი­ლის ეკო­ნო­მი­კა­ში და­მა­ტე­ბით 5 მი­ლი­ო­ნი ლარი შექ­მნა” – წერს ზაზა გა­გუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g