LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილის საბავშვო ბაღიდან 15-მდე ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

1013
273087

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელები მოიწამლნენ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 15-მდე ბავშვი გადაყვანილია მარტვილის საავადმყოფოში.

ჯერჯერობით უცნობია რის გამო მოიწამლნენ ბავშვები.

„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა-ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის,“ – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შედეგების შესახებ სააგენტო საჯარო ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g