მარტვილში, მაშველები აბაშის წყალში ორ ადამიანს ეძებენ.
გვიან ღამით 16 წლის მოზარდის ძებნის ოპერაციაში ჩართული ერთ-ერთი მოხალისე დაიკარგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის 45 წლამდე ასაკის ადგილობრივი მცხოვრებია. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
ძებნის ოპერაცია ამ ეტაპზე მხოლოდ მდინარის ნაპირზე მიმდინარეობს, უამინდობის გამო პროცესში მყვინთავების ჩართვა ვერ ხერხდება.
16 წლის მალხაზ ბერიშვილი მდინარეში ხიდიდან საბანაოდ დღის ბოლოს გადახტა.