LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას შემდეგ, რაც მაკრონმა უარი თქვა ტერმინ გენოციდის გამოყენებაზე, ამბობს, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს

152
Untitled design

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში საზარელი დანაშაული ჩაიდინა და ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს.

ემანუელ მაკრონი: სიტყვა „გენოციდი“ უნდა იყოს განსაზღვრული იურისტების და არა პოლიტიკოსების მიერ

ამის შესახებ მაკრონიმ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” მას შემდეგ დაწერა, რაც უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.

“14 აპრილი უკრაინაში საშინელების 50-ე დღეა. ეს არის 50-დღიანი ომი ჩვენი ევროპის გულში. ახლახან პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარში კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი გადაწყვეტილება, დავდგეთ მის გვერდით კონფლიქტის დასასრულებლად და  გამოვხატოთ სოლიდარობა…

უკრაინაში საზარელი დანაშაულებია ჩადენილი. ჩვენი ექსპერტები ადგილზე მუშაობენ და უკრაინელ და საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს მტკიცებულებების შეგროვებაში ეხმარებიან. რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს. მშვიდობა სამართლიანობის გარეშე არ არსებობს”, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა თავი შეიკავა, უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი ქმედებები “გენოციდად” შეეფასებინა.

როგორც მაკრონიმ თქვა, რუსები და უკრაინელები ძმები არიან და ფრთხილად იქნებოდა “გენოციდის ტერმინის გამოყენებასთან. 

ამ განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყებაში განაცხადეს, რომ მაკრონის ასეთი პოზიცია გულდასაწყვეტია. 

გუშინ კი მაკრონიმ თქვა, რომ სიტყვა “გენოციდი” არა პოლიტიკოსების, არამედ იურისტების მიერ უნდა იყოს განსაზღვრული და რომ სიტყვა “გენოციდის” გამოყენება იქნება ესკალაცია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები