ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძოს გული, როგორც იქნა, დაკავებულია. 46 წლის ლეონარდო დიკაპრიო 23 წლის კამილა მორონეზეა შეყვარებული და როგორც ჩანს, მალე მასზე იქორწინებს კიდეც.
„ლეო კამილაზე ყურებამდეა შეყვარებული, ის თვლის, რომ კამილა მისი ოცნების გოგოა, მათ ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ“, – აცხადებს ინსაიდერი.
დასავლური მედიის ცნობით, კამილას ლეოს ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ დიკაპრიო მუდამ დიდ დროს ატარებდა მეგობრების გარემოცვაში, მას კამილასთან დროის გატარება ძალიან მოსწონს.
შეგახსენებთ, წყვილი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდება, თუმცა კარანტინის დროს მათი ურთიერთობა უფრო გაღრმავდა და დასერიოზულდა.


