LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო იღებს ქვეყნის ინტერესებისთვის აუცილებელ კანონმდებლობას და შენ გამოდიხარ საზიზღარი მოწოდებით და ახალისებ ფაშიზმს, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამოაშკარავებული უნდა იყოს“ – ნინო წილოსანი

140
ნინო წილოსანი

„მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო იღებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის აუცილებელ კანონმდებლობას და შენ ყველაფერს აკეთებ ამის ხელშეშლისთვის, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამოაშკარავებული უნდა იყოს და ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო“ – აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა გააკეთა.

„ქართული ოცნების“დეპუტატი გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას.

გურამ მაჭარაშვილი: ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას

„მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო იღებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის აუცილებელ კანონმდებლობას და შენ ყველაფერს აკეთებ ამის ხელშეშლისთვის, შემდგომ თითოეულ დეპუტატზე ახორციელებ თავდასხმას მათი ფსიქოლოგიური, ფიზიკური დაზიანების მიზნით, არ ერიდები არასრულწლოვანებს, ასაკოვანებს, არ აქცევ ყურადღებას არანაირ სტანდარტს, გამოდიხარ საზიზღარი მოწოდებით და ახალისებ ფაშიზმს, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამოაშკარავებული უნდა იყოს და ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო“ – აღნიშნა წილოსანმა.

„გურამ მაჭარაშვილს ვეტყოდი, რომ კანონი კარგად წაიკითხოს. როდესაც ჯაშუშობაზე საუბრობს საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები. „რუსული კანონიდან“ სიტყვა „აგენტის“ ამოღება არ ცვლის „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, რომ ყველა არის ჯაშუში“ – თეონა აქუბარდია გურამ მაჭარაშვილს

პოპულარულები