LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, მამა-შვილის ძებნა გრძელდება

134
BeFunky-collage

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. მეწყრული მასიდან მათ ქალი ამოიყვანეს, რომელიც მეუღლესთან და შვილთან ერთად სახლში იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები მამაკაცსა და არასრულწლოვანს ეძებენ.

მაშველებმა დღეს მეწყერში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ისინი იმ მანქანაში იმყოფებოდნენ, რომელიც გუშინ მეწყერმა მოიყოლა.

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილ მანქანაში ორი ცხედარი იპოვეს

მიწის მასამ საცხოვრებელი სახლი წაიღო და გზაზე მიმავალი მანქანა მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები