LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასკი „არანორმალურად სწრაფი“ ახალი Roadster-ის შექმნას გეგმავს

46

მასკი „არანორმალურად სწრაფი“ ახალი Roadster-ის შექმნას გეგმავს. „ტესლას“ ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ ახალი თაობის სპორტქარი კიდევ უფრო ჩქარი იქნება. ილონის განცხადებით, მოდელს სპორტული-პაკეტი SpaceX დაემატება, რაც ავტომობილის მახასიათებლებს ერთი-ორად გააუმჯობესებს. „ტესლას“ მთავარი მიზანი ისეთი ავტომობილის შექმნაა, რომელიც საწვავზე მომუშავე სპორტულ ავტომობილებს აჯობებს, რამეთუ ბევრი ადამიანის აზრით, ასეთი ავტომობილები უფრო შთამბეჭდავები არიან.

შეგახსენებთ, რომ ახალი Tesla Roadster-ის პირველი პრემიერა გასული წლის ნოემბერში შედგა. ავტომობილმა სამი ელექტროძრავი მიიღო და მისი ელემენტის გამძლეობა 250 კილოვატ-საათია. სპორტქარს 96 კმ/სთ-მდე აჩქარება 1,9 წამში შეუძლია და 160 კილომეტრის გასავითარებლად კი სულ რაღაც 4,2 წამი ჭირდება. ხოლო, რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის 400 კმ/სთ-ს აღწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები