LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასკი პირველი მიწისქვეშა გვირაბის გასახსნელად ემზადება

65

Tesla-სა და SpaceX-ის სულისჩამდგმელმა თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა და საინტერესო სიახლეც ამცნო. „პირველი გვირაბი თითქმის მზადაა“ – დაწერა მასკმა და კითხვაზე თუ როდის მიიღებს ის პირველ მგზავრებს, მილიარდელმა უპასუხა რომ ძალიან მალე, უფრო ზუსტად კი 10 დეკემბერს. შეგახსენებთ, რომ უნიკალური გვირაბი ჩქაროსნული იქნება და მასში ავტომობილები გაადგილებას არც მეტი არც ნაკლები 200კმ/სთ-ითაც კი შეძლებენ. გვირაბის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის ავტომწარმოებელმა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც კარგად ჩანდა, რომ ტრანსპორტს გზის გადალახვაში სპეციალური ელექტრონული ტექნოლოგია დაეხმარება. როგორც მასკი ვარაუდობს, გზა რომელსაც ამჟამად 30-40 წუთი მაინც სჭირდება, მომავალში სულ რაღაც 5 წუთში დაიფარება ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები