LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასობრივი ტესტირება თავშესაფრებსა და პანსიონატებში ჩატარდება

115
fgxfhbfh

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მედიის კითხვებს უპასუხა. ეკატერინე ტიკარაძემ განმარტება გააკეთა იმ ჯგუფების შესახებ, ვინც მასობრივი ტესტირების ჩატარების ეტაპს მოიცავს. მინისტრის განცხადებით, კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებში ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები: მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები – როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რომ მოხდეს მათი დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის გავრცელება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g