LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასობრივი ვაქცინაცია ივლისში დაიწყება: ამირან გამყრელიძე

131
1699443009

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მასობრივი ვაქცინაცია ივლისში დაიწყება.

„მარტში, აპრილსა და მაისში იმდენ რაოდენობას ადამიანების ვერ ავცრით, იმიტომ, რომ ძირითადი მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში იქნება, დიდი ალბათობით, ივლისის შემდეგ, რომელმაც შეიძლება მესამე ტალღა აგვარიდოს,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მანამდე მესამე ტალღის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია “პირბადის ტარების და დისტანციის მაჩვენებლის გაზრდა, მეტი სანიტარიზაცია, პრევენცია დიდი შეკრებების“.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

რამდენი ხანი გვიცავს ვაქცინა – გამყრელიძისა და ზახაშვილის განმარტება

მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, რაც აბსოლუტურად ნორმალურია – ტიკარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g