LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასობრივი ვაქცინაციისთვის მომზადებაში საქართველოს ევროკავშირი და ჯანმო ეხმარება

67
1

საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციისთვის მომზადებაში ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარება.

დააადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოს ლეპტოპები, ვაქცინის სატარებელი ყუთები, ყინულის სამედიცინო მაცივარი და მათი აქსესუარები, ასევე თერმომეტრი და სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი გადაეცა.

NCDC-ს მოწყობილობების ნაწილი ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ გადასცეს, რომლებიც ცენტრს დღეს ეწვივნენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული ფართო მხარდაჭერის ნაწილია, მისი მოცულობა კი ახალი და განაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს, დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ამ დახმარების მიზანი, საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაა.

როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საჩუქრის სახით გადაცემული ინვენტარი ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის მეტად გაფართოებას:

“დიდი მადლობა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს იმ დახმარებისთვის, რასაც ისინი ჩვენს ქვეყანას უწევენ, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში. დღევანდელი გადმოცემის აქტიც არის ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი პარტნიორების დახმარების. საჩუქარი, რაც ჩვენ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საშუალებით მივიღეთ, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის მეტად გაფართოებას და ეგრეთ წოდებული მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერას.” – თქვა მან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ ის ვაქცინები, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ნამდვილად იძლევა საკუთარი თავისა და ერთმანეთის დაცვის საშუალებას:

“ვიმედოვნებ, უკვე არსებული ვაქცინებით, რაც დღეს ქვეყანაშია, ასევე იმ ვაქცინებით, რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით, ჩვენ შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის სწრაფად და სრულად მოცვას. ის ვაქცინები, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ნამდვილად გვაძლევს საკუთარი თავის დაცვის, ასევე ერთმანეთის დაცვის საშუალებას, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ სწრაფად შეიქმნას ისეთი იმუნური ფენა, რომ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ.” – თქვა გაბუნიამ.

 

პოპულარულები