LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერმა ახალი კლიპი 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა

29

რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა, იმავე მასტერმა წელს რიგით მეხუთე კლიპი გადაიღო. მასტერი გარკვეული პერიოდია, მოსკოვში ცხოვრობს და ამ ქალაქთან დაკავშირებით გეგმებიც აქვს, რომლებზეც ჯერჯერობით არ საუბრობს.

მცირე ხნის წინ, თბილისში ყოფნისას ირაკლი ფირცხალავასთან ერთად კლიპი გადაიღო, რომელსაც მაყურებელს სექტემბერში წარუდგენენ. გარდა ამისა, მისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე უკვე დაიდო ახალი ვიდეორგოლი სახელწოდებით „დარჩი, რა“, რომელმაც 24 საათში 15 ათასამდე ნახვა დააგროვა.

მასტერი:

– ერთი წლის წინ ჩემს ძმაკაცს მოსკოვში, ჩემს სახლში შემთხვევით დარჩა გიტარა, ავიღე და დავუკარი ეს მუსიკალური თემა. როგორც ყოველთვის, ყველაფერი ჩემია, მუსიკაც, არანჟირებაც, ტექსტიც, კლიპის რეჟისურაც და მონტაჟიც. ოპერატორია გივი მაღრაძე, უნიჭიერესი ბიჭი. ნამუშევარი რეპის ჟანრისგან ცოტა შორს არის, რადგან ლექსია.

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა პირდაპირ არ უკავშირდება ამ ტრაგედიას, გადავწყვიტე, 13 ივნისს დაღუპული ადამიანების ხსოვნისთვის მიმეძღვნა. ბევრი საერთო ვიპოვე, კლიპი სწორედ იმ გვირაბშია გადაღებული, რომელიც ახლა, ვერეს ადიდების გამო, ჩაკეტილია. გადაღებებზე დამეუფლა შეგრძნება, რომ ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნისთვის უნდა მიმეძღვნა. სახლში მისულმა ეს იდეა დედაჩემს გავუმხილე და მოეწონა. კლიპში გოგონას რომ ხედავთ, რომელსაც ჩემთვის წყალი მოაქვს, ესეც სიმბოლურად დავაკავშირე…

ვიდეორგოლს  24 საათში დაახლოებით 15 000 ნახვამდე აქვს და დიდი გამოხმაურება მოიპოვა, მთლიანად პოზიტიური, რაც იშვიათად ხდება.

– მოსკოვურ გეგმებზე გვეტყვი რამეს?

-გეგმებზე ჯერ არ ვსაუბრობ, თუმცა ყოველდღიურად ვმუშაობ. ირაკლი ფირცხალავასთან ერთად ახალი კლიპი გადავიღე, „გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო“. როდის გამოვა, ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ, სექტემბერში.

 

ვიდეო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები