LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასწავლებელი ქალისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმა 5 000 დოლარით ისჯება

66

შვეიცარიაში მუსულმანი ბავშვების მშობლები, რომლების შვილებიც უარს იტყვიან, მასწავლებელ ქალებს ხელი ჩამოართვან, 5 ათასი შვეიცარული ფრანკით (5 000 აშშ დოლარზე ოდნავ მეტით)  დაჯარიმდებიან. გადაწყვეტილება ტერვილის სკოლაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიიღეს, როდესაც ორმა მოსწავლემ უარი თქვა, მასწავლებელი ქალისთვის ჩამოერთმია ხელი, რადგან, მათი თქმით, ოჯახის წევრების გარდა სხვა ქალებთან ფიზიკური შეხება მათი რელიგიისთვის მიუღებელია.

ამის შემდეგ მოსწავლეებს დროებით აუკრძალეს მამაკაცი მასწავლებლებისთვისაც ხელის ჩამორთმევის უფლება, რაც შვეიცარიაში პატივისცემის გამოხატვის აუცილებელ ჟესტად არის მიჩნეული.

ფულადი ჯარიმის დაწესების შესახებ კი გასულ კვირას გახდა ცნობილი და გადაწყვეტილების შესახებ ყველა სკოლას შეატყობინეს.

„ქალისა და კაცის თანასწორობა და უცხოელების ინტეგრაცია შვეიცარიაში ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ნათქვამია განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები