LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასწავლებლებისთვის „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026“ იწყება

109
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო

საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების ეროვნული პლატფორმა „ფინედუ“, სს „ბაზისბანკის“ მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026“, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფინანსური განათლების გაძლიერებას, ინოვაციური სასწავლო მეთოდების წახალისებას და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს, რომელიც 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლებას უწყობს ხელს, იყენებს ინოვაციურ მეთოდებს და ახორციელებს პროექტებსა და აქტივობებს აღნიშნული მიმართულებით.

ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი პრიზი 5000 ლარია.

ჯილდოზე განაცხადების მიღება 2026 წლის 15 მაისს დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გასტანს.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

magti 5g