LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათ აირჩიეს ერეკლე, მე ვირჩევ საქართველოს, რომელიც ჩემთვის ათასჯერ უფრო ძვირფასია, ვიდრე მისი ყველა მეფე ერთად აღებული: ლევან ბერძენიშვილი

1031
ბერძენიშვილი-ლევან

ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეფესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

“ეს არ არის კამპანია ჩემს წინააღმდეგ, ეს არის კამპანია, იმის წინააღმდეგ რასაც მე ვიცავ. მათ აირჩიეს ერეკლე, მე ვირჩევ საქართველოს, რომელიც ჩემთვის ათასჯერ უფრო ძვირფასია, ვიდრე მისი ყველა მეფე ერთად აღებული, ამიტომ ცოტა მიკვირს, რომ ანტიქართული განწყობების დაბრალება არ არის სამართლიანი. დანარჩენი რაც უნდათ ის ბრძანონ.

სიტყვა თავისუფალია რასა უნდა იმას იტყვიან. მე არავისგან სიყვარულს არ ვითხოვ, საკმარისად მიმიღია სიყვარული და სიძულვილიც. ამ საქმეში მე ცამდე მართალი ვარ, იმიტომ რომ მე საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ისე მიყვარს, რომ ვინც მას დააზიანებს ისე მოვიხსენიებ როგორც გამიხარდება“ – განაცხადა ლევან ლევან ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკ­ლე მე­ო­რის შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბა­ს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა.

გაჩ­ნდა ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბას ცდი­ლობს მო­თხოვ­ნით, აეკ­რძა­ლოს ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვა, რა­მაც თა­ვის მხრივ, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა მხრი­დან კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა დაიმსახურა.

ამასთან, გუშინ, თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან „ერეკლე II-ის დასაცავად“ – ლევან ბერძენიშვილისგან აქცია გაიმართა.

რამდენიმე დღის წინ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა:

„სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღაბირაშვილი გამოვა იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითდეხბოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?

“ერეკლე არ არის ქართველების საუკეთესო მეფეთა არც სამეულში, არც ხუთეულში…ათეულშიც არაა” – რას წერს დავით ბერძენიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g