კოლუმბიელმა არტისტმა, შაკირამ თავისი ტურნეს, Las Mujeres Ya No Lloran World Tour ფარგლებში, ბუენოს-აირესში დაუვიწყარი კონცერტი გამართა. ეს არ ჰგავდა მის წინამორბედ პერფორმანსებს.
ამ დღეს 48 წლის შაკირა სცენაზე შვილებთან, საშასთან და მილანთან ერთად გამოვიდა. მისმა ვაჟებმა დედასთან ერთად სიმღერა Acróstico შეასრულეს და საზოგადოების ოვაციებიც დაიმსახურეს.
ვარსკვლავურ დედას და შვილებს ერთნაირი ფერის, ღია ცისფერი სამოსი ეცვათ. შაკირას დახვეწილ და ელეგანტურ კაბას მეტალის კორსეტი ამშვენებდა.
„მათ ახლა პიკე უყურებთ“, „რა საოცარი ბავშვები არიან“, „ზღაპრული დედა-შვილი“, – არ წყდება კომენტარები.
ჟერარ პიკეს საოცრად ჰგვანან – შაკირა ვაჟებთან ერთად „ზოოტოპია 2“-ის პრემიერაზე გამოჩნდა