გუშინ ბახმუტთან, 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ „მთავარ არხთან“ ისაუბრა და სამხედროების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
გონჩარენკომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს არის საერთო ომი მტრის – რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინაში მებრძოლ თითოეულ ქართველს მადლობა გადაუხადა.
„სამძიმარს ვუცხადებ დაღუპული ქართველი და უკრაინელი გმირების ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. ეს ქართველი ბიჭები უკრაინისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მებრძოლები ამ ომში შეგნებულად წავიდნენ, რადგან მათ იცოდნენ, რომ რუსეთი საერთო მტერია და ეს ომიც, საერთო ომია. ეს მებრძოლები აქ საქართველოსთვის და სამშობლოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ. უკრაინელი ერი მადლობელია თითოეული მოხალისე მებრძოლის რომელიც მხარში დაგვიდა. ეს ძალიან დიდი დანაკარგია. გმირები არ კვდებიან. მადლობა ყველა ქართველს რომელიც აქ არის. საუკეთესო ადამიანების დაკარგვა ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია“, – თქვა გონჩარენკომ.
ქართველი ჯარისკაცების გმირულად დაღუპვას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც ეხმიანება. ის სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს მადლობას უხდის ყველა მეომარს, რომლების უკრაინის მხარეს იბრძვიან.
„ბახმუტთან, ბოლო დღეებში, მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის!
თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში!
მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად“, – წერს ერმაკი „ტვიტერზე“.
„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე
უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას
როდესაც 5 მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო: გია ხუხაშვილი
მოძრაობა „სირცხვილია“ 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს