LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მატარებლიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზში: Black Sea Arena-სთან სარკინიგზო სადგური გაიხსნა

13

საკონცერტო დარბაზთან Black Sea Arena დღეს ახალი სარკინიგზო სადგური გაიხსნება. აღნიშნული საგურით დარბაზში მისვლა მაყურებლისათვის უფრო კომფორტური გახდება.

მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა. ის საკონცერტო დარბაზთან ძალიან ახლოს, დაახლოებით 300-400 მეტრშია. სადგურის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს გაიმართა. აღსანიშნავიაა, რომ პირველ მგზავრებს სადგური მიმდინარე წლის 20 მაისს, “აეროსმიტის” კონცერტისთვის უმასპინძლებს.

”ძვირფასო ჟურნალისტებო, ხვალ 12:00 საათზე, გელოდებით ბლექსი არენასთან, სადაც სასიამოვნო სიახლეს გაგიზიარებთ. საკონცერტო დარბაზთან ახლოს თითქმის 300-400 მეტრში ფონდმა ქართუმ დააფინანსა და ააშენა ახალი მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური, რომელიც ამჯერად მოემსახურება ”აეროსმიტის” კონცერტზე ჩასულ მგზავრებს და მატარებლიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზში შეეძლებათ მისვლა. მოკლედ, ხვალ 12:00 საათზე იქ ვიქნები თავად და დაგათვალიერებინებთ ამ ახალ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან სადგურს, სადაც გაჩერდება ჩვენი ულამაზესი ორსართულიანი შტადლერის მატარებელი და თუ სურვილი გექნებათ ბათუმამდე ჩაგიყვანთ ამ ახალი მატარებლით. გელით აბა ხვალამდე”, – დაწერა გუშინ, საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურია ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.