უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ“, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „ნარატივი, რომელიც მათი მხრიდან მომდინარეობს სწორი არ არის“.
მისივე განცხადებით, „მათ არაერთხელ სცადეს პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაეთბოთ უკრაინელ ძმებთან“.
„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან. ის ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ სწორი არ არის“, – განაცხადა ბურჭულაძემ.