LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათმა გარე პატრონებმა რეალობას ჩახედეს თვალებში და შეხედეს, რეალურად რა მოცემულობაა ჩვენს ქვეყანაში – მიიღეს დავალება, რომ აი, შებრძანდით პარლამენტში და შემოვლენ“ – კირცხალია გახარიას პარტიის გადაწყვეტილებაზე 

108
ირაკლი კირცხალია

„მათმა გარე პატრონებმა რეალობას ჩახედეს თვალებში და შეხედეს, რეალურად რა მოცემულობაა ჩვენს ქვეყანაში. მიიღეს დავალება, რომ აი, შებრძანდით პარლამენტში და შემოვლენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გიორგი გახარიას პარტიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის

კირცხალიას თქმით, უცხოელ პარტნიორებს მოუწევთ რეალობასთან შეგუება და მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ „ქართულ ოცნებას“ ესაუბრონ პარტნიორულად, ესაუბრონ ისე და იმ ფორმატში, სადაც როგორც მათი ინტერესები, ასევე საქართველოს ინტერესებიც უმაღლეს დონეზე იქნება გათვალისწინებული.

„გულწრფელად რომ გითხრათ ეს რამეს მოუმატებს საპარლამენტო ცხოვრებას ან დააკლებს, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მთავარი ფაქტი არის ერთი, რომ მათი პატრონები მიხვდნენ და რეალობას ჩახედეს თვალებში. მათ ყოველთვის მივმართავდით, რომ თქვენ არ გიდევთ საზოგადოების პულსზე ხელი, ქვეყანაში რა მოთხოვნებია, რა შეხედულებებია, ყოველთვის ვეუბნებოდით და კიდევ ვეტყვით ჩვენს პარტნიორებს, რომ მოუწევთ იმ რეალობასთან შეგუება, რომელი რეალობაც დგას ჩვენს ქვეყანაში. იმ ღირსეულ გადაწყვეტილებებთან მოუწევთ თვალებში ჩახედვა, იმ გადაწყვეტილებებთან, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის დაცვა, რასაც ჰქვია რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა და მოუწევთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, მიუხედავად იმ დიდი სურვილისა, რომ ეს ყველაფერი გააბითურონ და გადაგვიყვანონ მათ დღის წესრიგზე, როგორც თავის სხვა პროქსი-სახელმწიფოებზე აკეთებენ და მცდელობები აქვთ, ამას ნათლად ვხედავთ ევროპის შუაგულშიც, სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებთან მიმართებით, ჩვენთან ეს არ გამოუვათ და მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გვესაუბრონ პარტნიორულად, გვესაუბრონ ისე და იმ ფორმატში, სადაც როგორც მათი ინტერესები, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიც უმაღლეს დონეზე იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა კირცხალიამ.

გრიგოლ გეგელია: „ეს გახარიას და მისი გუნდის გადაწყვეტილებაა, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდანვე განსხვავებული იყო – ამ მოწვევის პარლამენტთან არავითარი შეხება არ გვქონია და არც გვექნება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g