LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მათთვის ფულის მინდობა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული” – ფინანსურ პირამიდაზე მოქალაქეებს აფრთხილებენ (ვიდეო)

104

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს.

სპეციალურად მომზადებულ ვიდეორგოლში, ახსნილია როგორ უნდა ამოიცნონ ფინანსური პირამიდა მოქალაქეებმა, რა პრინციპით მუშაობენ ისინი და რატომ უნდა ავარიდოთ მათ თავი.

შეგახსენებთ, რომ ერთერთ ასეთ კომპანიაზე “ფორტუნამ” სტატია მოამზადა. QNET სწორედ იმ პრინციპით მუშაობს, რა სქემაც ვიდეოშია აღწერილი.

Qnet – ბიზნესი, რომელსაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც უამრავი დაზარალებული ჰყავს.

სქემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე კარგად გაშიფრული და მარტივია: მთავარი მოთხოვნა, ბიზნესში ხალხის გაწევრიანებაა, გასაყიდი პროდუქტის ფასები ძალიან მაღალია, კლიენტები კი არ არსებობენ, რადგან ყველა კლიენტი გამყიდველი ხდება.

რეალურად, ვინც Qnet-ის სქემაში ერთვება, არა პროდუქტი, არამედ ფულის შოვნა აინტერესებს. სწორედ ამ დაპირებით რთავს ის სხვა ადამიანს სისტემაში…

ნახეთ ფორტუნას სტატია ვრცლად ლინკზე: იოლი ფული სხვების მოტყუების ხარჯზე – Qnet-ის სქემა გაშიფრულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g