იტალიელი ხელოვანის მაურიციო კატელანის სკულპტურა „ამერიკა“ Sotheby’s აუქციონზე 12.1 მილიონ დოლარად შეფასდა.
„ეს ჩემი ხელოვნების ნიმუში არა მარტო სიმბოლოა ექსტრავაგანტურობისა და სიმდიდრის, არამედ კიდევ ერთი გზა ყოველდღიურობისა და აბსურდის შესადარებლად“ – კატელანის აზრით, აბაზანაც და აბაზანაში ხუმრობაც – ორივე შეიძლება იყოს ნაწარმოები.
უნიტაზი 18 კარატიანი ოქროთია დამზადებული და ის 101 კილოგრამს იწონის. ლოტი ამერიკულმა ბრენდმა Ripley’s Believe It or Not! შეიძინა. მათ უჩვეულო ან უცნაური ობიექტების მთელი კოლექცია აქვთ და ახლა ეს უნიკალური ქმნილება მათ გამოფენას შეემატება.
საინტერესოა, რომ კატელანის კიდევ ერთი უნიტაზი ნიუ-იორკში, გუგენჰაიმის მუზეუმში იყო გამოფენილი და ის 1 წლის განმავლობაში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა. 2019 წელს უნიტაზი დიდ ბრიტანეთში, ბლენჰეიმის სასახლეში გადაიტანეს, საიდანაც ის მალევე მოიპარეს.