LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mazda აშშ-თვის სრულიად ახალ კროსოვერს გამოუშვებს

15

Mazda აშშ-თვის სრულიად ახალ კროსოვერს გამოუშვებს. იაპონურმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ ახალი მოდელი სპეციალურად ამერიკელებისთვის შექმნას და ინჟინერებმა მასზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ამჟამად არსებული ინფორმაციის მიხედვით, კროსოვერი მხოლოდ ამერიკულ ბაზარზე გაიყიდება. Mazda-ს გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე გაყიდვები მაქსიმალურად გაზარდოს, სიახლე კი ამ მიზნის მიღწევას ბევრად გაუადვილებს. კროსოვერის მახასიათებლები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის სრულიად უნიკალური იქნება და კონკურენციას Mazda-ს არც ერთ ავტომობილს არ გაუწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები