კომპანია Mazda-მ განახლებული ჰეჩბექისა და სედანის ვერსიები წარმოადგინა.
ზოგიერთ ავტობაზარზე აღნიშნული მოდელები უკვე იყიდება სახელით ’’Mazda3”. მოდიფიცირებული ვარიანტი წინა ვარიანტებისგან ჭკვიანი სისტემით განსხვავდება.
მოდელმა მიიღო განახლებული სისტემა G-Vectoring Control, რომელიც სიჩქარის ცვალებადობას, ავტომატურად, საჭის მოძრაობის მიხედვით ახდენს.
ელექტრონიკა – G-Vectoring Control-ი აგროვებს მონაცემებს, რომელიც საჭის მოძრაობას და სიჩქარის ცვალებადობას ემყარება და გააქტიურების შემთხვევაში თავად სისტემა იღებს გადაწყვეტილებას ძრავის მართვასთან დაკავშირებით.
G-Vectoring Control-ის მეშვეობით, Mazda-ს შეუძლია გააძლიეროს ან შეამციროს სიჩქარე საშიშ მოსახვევებში.
იხილეთ ვიდეო:
ვიდეო დამკვრელი
Media error: Format(s) not supported or source(s) not found
გადმოწერეთ ფაილი: http://old.autoradio.ge/wp-content/uploads/2016/07/G-Vectoring-Control-Message-from-GVC-enginner.mp4?_=5