LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McDonald’s-ი რუსულ ბაზარზე შესაძლო დაბრუნების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

112
McDonald’s

ქართული Forbes-ის თანახმად, McDonald’s-ი, სწრაფი კვების რესტორნების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში, კომპანიის რუსულ ბაზარზე შესაძლო დაბრუნების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთში საკუთარი სავაჭრო ნიშნის ბოლოდროინდელი განახლების მიზანი მხოლოდ კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების დაცვა იყო.

„ინტელექტუალური საკუთრება ჩვენს ყველაზე ძვირფას აქტივებს შორისაა. McDonald’s-ი რეგულარულად აახლებს საკუთარი სავაჭრო ნიშნების საკუთრების უფლებებს მთელ მსოფლიოში, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც აღარ ოპერირებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი ბრენდის დასაცავად და მესამე მხარის ბიზნესების ან ფიზიკური პირების მიერ (განსაკუთრებით რუსეთში) ჩვენი სავაჭრო ნიშნების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

McDonald’s-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთის ბაზრიდან გასვლა კომპანიის კორპორაციულ პრინციპებს ასახავდა და ის ამ ღირებულებების ერთგული რჩება.

შეგახსენებთ, McDonald’s-მა რუსეთის ბაზარი 2022 წლის მაისში დატოვა, უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პასუხად. მან ქვეყანაში საკუთარი ბიზნესი გაყიდა და ერთ-ერთი პირველი მსხვილი საერთაშორისო კომპანია გახდა, რომელმაც რუსეთის აგრესიის დაგმობის ნიშნად მსგავსი ნაბიჯი გადადგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g