LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთაში ახალი საწარმო შეიქმნება – 175 ათასიანი ივესტიცია

85

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

საწარმო მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღდგომიანთკარში შეიქმნება, რისთვისაც კომაპნია „GOLDEN GRAINS “-ს, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.

საკუთრებაში გადასაცემ უძრავ ქონებაზე კომპანია ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების დამამზადებელი საწარმოს შექმნას და ამოქმედებას არაუმეტეს 2 წლის ვადაში გეგმავს.

GOLDEN GRAINS სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების შესასრულებლად 174 980 ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

კომპანია 2012 წელს დაარსდა. მის ძირითად საქმიანობას შინაური ცხოველების საკვების წარმოება და სწარმოო ნარჩენების გადამუშავება წარმოადგენს. კომპანიას საკუთრებაში გააჩნია ცხოველების საკვების დამამზადებელი საწარმო, მცხეთი რაიონ სოფელ ნატახტარში. აღნიშნულ საწარმოში ხდება ლუდის ხარშვის შედეგად მიღებული ნარჩენების (საფუარი და ქერის ალაო) გადამუშავება ცხოველების საკვებად. აგრეთვე კომპანიის საქმიანობაში შედის მეორადი პეტის ბოთლების გადამუშავება და ექსპორტში გაგზავნა.

magti 5g