LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLaren-ის სუპერჰიბრიდმა „პირველი ნაბიჯები“ გაიარა

32

ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც McLaren Speedtail-ის მოძრაობაა ასახული და სუპერქარი ბრენდის ტექნიკურ ცენტრს ტოვებს. ავტომობილის საჭესთან, რომლის სიგრძეც 5 მეტრს აჭარბებს, Mclaren Automotive-ის მთავარი დიზაინერი ალექს ალექსეევია მოკალათებული. შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის თვეში წარმოდგენილი Speedtail ავტომწარმოებლის ისტორიაში ყველაზე სწრაფი და აეროდინამიკური მოდელია. ჰიპერქარი ჰიბრიდული აგრეგატითაა დაკომპლექტებული და ტვინ-ტურბოს 4.0 ძრავს 1050 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან 300 კმ/სთ-ს სუპერქარი 12,8 წამში ავითარებს, შედარებისთვის McLaren P1-ს იგივე მაჩვენებლისთვის 16,5 წამი სჭირდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 403 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები