ნათია ფანჯიკიძე თინა კანდელაკის მიერ ანჯელინა ჯოლიზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ამ ნაბიჯს მდაბიური ხერხი უწოდა.
„ისე რა კარგად ნაცადი მდაბიური ხერხია, გალანძღო ვიღაც, ვინც მიუწვდომლად მაღლა დგას თავის ღირსებებით, ამ შემთხვევაში ანჯელინა ჯოლი, რომ ჰედლაინებში მის გვერდით მოხვდე და გატოლების ილუზია შექმნა და ამაში მედიაც რომ გეხმარება. ისიც რომ უმნიშვნელოა, რომელ სიტყვაში განსხეულდი, თუნდაც ისეთ აყროლებულში, როგორიცაა „რწყევა“. ვანდალურ აქტს წააგავს, მშვენიერს რამეს რომ დააზიანებ, თუნდაც დაგსაჯონ ამისთვის, კმაყოფილებას რომ გგვრის, რომ „მიწვდი“, – წერს ფანჯიკიძე.
„ანჯელინა ჯოლის დანახვაზე, გული მერევა“ – თინა კანდელაკი