LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდგომარეობა არის ძალიან რთული, საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით – ტიკარაძე

78
Capture

ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საწოლფონდის მობილიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ “მდგომარეობა ძალიან რთულია”.

კორონავირუსის ანტირეკორდი: გამოვლინდა 6 208 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 47 ადამიანი

“საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, თუმცა იცით, რომ ჩვენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რის საშუალებითაც ვახდენთ პაციენტების ნაკადების აქტიურ მართვას ჰოსპიტალურ სექტორში.

მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ  დღემდე ჯერ არცერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომელთაც კლინიკურად ესაჭიროებათ სტაციონარში მკურნალობა”,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g