პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც „ფორტუნას“ ხეჩინაშვილის კლინიკაში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ბავშვები ტიროდნენ: მამა არ გაპატიებთო.. დედის სახელს იძახდნენ“ - რას ჰყვებიან დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე
„არც გასროლა გაგვიგია.. ბავშვები თუ გამოვიდნენ მდგომარეობიდან, არ ვიცი“.
„პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა მძიმეა. ორ და სამ დღეში ცვლილებები ვერ ექნება“, – განუცხადეს „ფორტუნას“ ხეჩინაშვილის კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს, თბილისში, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანაშრომელმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.
დოლიძის ქუჩაზე მომხდარი საქმეზე გამოძიება კი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ: