LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს, რომელიც მხოლოდ იმიტომ გადარჩა რომ აბაზანაში ჩაიკეტა“ – დოლიძეზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

15521
ფორტუნა - 2023-09-19T234903.459

დოლიძის 27 ნომერში, 18 სექტემბერს მომხდარ მკვლელობას, არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. ბავშვები სადარბაზოში გაიქცნენ და შველას ითხოვდნენ.

მეზობლებმა, როგორც თავად ამბობენ, მკვლელობის შესახებ სწორედ პატარებისგან შეიტყვეს. მანამდე სროლის ან ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მეზობლები „მთავარ არხთან“ ჰყვებიან, რომ მოკლული დედა–შვილი, ბინაში ქირით ცხოვრობდა და ადგილობრივებიც მათ კარგად არ იცნობდნენ.

დანაშაულის მოტივზე, გამოძიებას რამდენიმე ვერსია აქვს. ერთ-ერთია ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი.  მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობამდე, გურამ ქადეიშვილმა ყოფილ მეუღლეს დაურეკა, კონკრეტულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და უთანხმოება მოუვიდათ.

რამდენიმე საათის შემდეგ კი, 55 წლის მამაკაცი ვერიკო ქუმსიაშვილთან, ნაქირავებ ბინაში მივიდა. კარის გაღებისთანავე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ ყოფილ ცოლს ესროლა, შემდეგ კი ყოფილ სიდედრს. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს შეესწრო სახლში მყოფი კიდევ ერთი პირი, რომელმაც აბაზანაში მიმალვა მოახერხა და ტყვიას გადაურჩა. ის საქმის მთავარი მოწმეა და პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.

დაჭრილი ქადეიშვილი ახლა მძიმე მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაშია. მას ცეცხლნასროლი, გამჭოლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებულ და მართვით სუნთქვაზეა.

გამოიკითხნენ მეზობლები და თვითმხილველები.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული ვერიკო ქუმსიაშვილი უახლოეს დღეებში უცხოეთში წასვლას გეგმავდა.

„ბავშვები ტიროდნენ: მამა არ გაპატიებთო.. დედის სახელს იძახდნენ“ – რას ჰყვებიან დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

ცნობისათვის, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო  სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სასჯელი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, რომელმაც დანაშაულის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებულ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g