LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის ივლისში დათხოვნილ იქნა სამინისტროს რიგებიდან, თუმცა იმავე წლის ნოემბრის თვეში, მისივე მინისტრობის დროს, მოხდა გ.ქ.-ს სამსახურში ხელახალი მიღება – შსს გახარიას პარტიის წარმომადგენლებს პასუხობს

621
ფორტუნა - 2023-09-19T225029.618

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი – გახარია პარლამენტში გამოდიოდა, როცა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ გავიგეთ და მოხსნა – ნათია მეზვრიშვილი

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებისა და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 18 სექტემბერს, თბილისში, ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებული პოლიციელი უწყებიდან 2018 წელს იქნა დათხოვნილი და იგი უწყებაში შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აღადგინა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ 2018 წლის ივლისის თვეში, აღნიშნული პირი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დათხოვნილ იქნა სამინისტროს რიგებიდან, თუმცა იმავე წლის ნოემბრის თვეში, მისივე მინისტრობის დროს, მოხდა გ.ქ.-ს სამსახურში ხელახალი მიღება.

ვგმობთ მომხდარ მძიმე ფაქტს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რომელიც მომხდარ შემთხვევაზე გამოძიებას აწარმოებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა გუშინ მოხდა.

„ბავშვები ტიროდნენ: მამა არ გაპატიებთო.. დედის სახელს იძახდნენ“ – რას ჰყვებიან დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

ცნობისათვის, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო  სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, რომელმაც დანაშაულის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები