LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მდგომარეობა რჩება იგივე… მზია ამაღლობელს უტარდება დამატებითი ლაბორატორიული განმეორებითი კვლევები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ…“ – „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობზე

129
ზურაბ ჩხაიძე, მზია ამაღლობელი

„მზია ამაღლობელი იმყოფება მონიტორინგის ქვეშ, უტარდება ასევე დამატებითი ლაბორატორიული განმეორებითი კვლევები“, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ განაცხადა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ჩხაიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი აგრძელებს ექიმთა რეკომენდაციების შესაბამის მკურნალობას.

„მდგომარეობა რჩება იგივე. ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას. გრძელდება ჩვენი რეკომენდაციები და იმყოფება მონიტორინგის ქვეშ. უტარდება ასევე დამატებითი ლაბორატორიული განმეორებითი კვლევები. რეკომენდაციები გამომდინარეობს მისი ზოგადი მდგომარეობიდან, რაც ახასიათებს შიმშილის ეფექტს ამდენი დღის განმავლობაში. იცით, რომ პაციენტი მოინახულა სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ექიმთა ჯგუფმა, შეგხვდა ჩვენ. იყო ჩვენი აზრების ურთიერთგაცვლა და შევჯერდით ერთობლივ რეკომენდაციებზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ზურაბ ჩხაიძე: „რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც“

„რეკომენდაციებს ითვალისწინებს, მას აქვს უკვე დანიშნულება მიცემული, ეს დანიშნულება სრულდება, რაზეც თანხმობას აცხადებს, ეს ჩვენ ძალიან გვახარებს.“

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 28-ე დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის ციხიდან სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. პროკურატურა მას პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g