LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდიდარი ადამიანების ახალი გასართობი – წყალქვეშა იახტები (ფოტო)

185

როგორც ჩანს, თანამედროვეობის ერთ-ერთ უმდიდრესი ადამიანის, კაპიტან ნემოს იდეები ძალიან მოსწონს და მათ განსახორციელებლად თანხებს არ იშურებს. საუბარია წყალქვეშა იახტის პროექტზე, რომელიც ავსტრიელმა ინჟინრებმა წარადგინეს.

Migaloo სწორედ ასე ეწოდება ლუქს-სასტუმროს, რომელიც წყალში 240 მეტრის სიღრმეზეა მოთავსებული. იახტის დამზადებაზე ავსტრიულმა კომპანიამ Motion Code Blue იმუშავა.

საინტერესოა, რომ წყალქვეშა იახტაზე განთავსებულია ვერტმფრენის დასაჯდომი, აუზები, სპორტ-დარბაზები, მდიდრული აპარტამენტები, სილამაზის სალონი, კინოთეატრი და სხვა გასართობი საშუალებები.

იახტის დიზაინი და იდეაც მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს ეკუთვნის, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება. მის დამზადებაში კი ზემოთხსენებული კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, მსოფლიოში საუკეთესო წყალქვეშა ნავების სპეციალისტებმაც მიიღეს მონაწილეობა…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები