LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: არავის შერჩება საქართველოს მტრობა, რეზოლუციებში ასეთი რაღაცების „ჩაკვეხებით“

37
mamuka-mdinaradze-w-h-2022-08-03_19-14-34_801569

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, არის მცდელობა, ევროპარლამენტის რეზოლუციებში მოხვდეს საქართველოსთვის დამაზიანებელი და არაობიექტური გარემოებები. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ქვეყნის შიგნით ვინც ამ ყველაფრის მომხრე და შემოქმედია, ის პირდაპირ მტრობს ქვეყანას.

„ქართული რადიკალური ოპოზიციის ლობისტები და დავალების მიმცემები მაქსიმალურად ცდილობენ, ასეთ რეზოლუციებში აუცილებლად მოხვდეს ისეთი პუნქტები, რომლებიც ერთი მხრივ, მათ სუბიექტურად აწყობთ, პერსონალურად მიხეილ სააკაშვილზეა მორგებული და ა.შ. ამავე დროს, აზიანებს გაცილებით სხვა ეროვნულ ინტერესს. ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა არის.

საბოლოო ჯამში ვერ დააზიანებს, მაგრამ მცდელობაა, რეზოლუციებში მოხვდეს საქართველოსთვის დამაზიანებელი და რაც მთავარია, არაობიექტური ფაქტები და გარემოები, რასაც ხან ახერხებენ, ხან – ვერა. საბოლოო ჯამში, ეს შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს და ვერ დააზიანებს ქვეყანას, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ლოკალური დარტყმები არის საქართველოს საწინააღმდეგო.

თუ ვინმე ქვეყნის შიგნით ამის მომხრეა და არათუ მომხრეა, არამედ შემოქმედიც, ის პირდაპირ ქვეყანას მტრობს. ეს უნდა დაიმახსოვრონ კარგად და ქართულმა საზოგადოებამ იდენტიფიცირება მოახდინოს.

საბედნიეროდ, დღემდე ახდენს კიდეც და მომავალშიც ასე გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, არავის შერჩება საქართველოს მტრობა, რეზოლუციებში ასეთი რაღაცების „ჩაკვეხებით“. წინა რეზოლუციაშიც ასე იყო და ყველა შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, მათი მცდელობა წარუმატებელი იქნება.

შეიძლება, რეზოლუციაში მოხვდეს რაღაც პუნქტები, რომლის გამოც ვიღაცამ მხარი დაუჭიროს ან – არა, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რომ ხდება იდენტიფიცირება, ვინ მტრობს ქვეყანას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღეს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშს ევროპარლამენტართა ნაწილის მიერ მომზადებული შესწორებები დაემატა, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას შეეხება.

ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშში მომზადებული ცვლილებებით, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას  სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ, ხოლო გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებენ 

ევროპარლამენტარები: გამოვხატავთ შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში

თითოეულ შესწორებას კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. პლენარულ სხდომაზე კი აღნიშნულ მოხსენებაზე 12 დეკემბერს იმსჯელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები