უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს.
ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ახალგაზრდების ცხედრები გვიან ღამით, მაშველებმა იპოვეს. ადგილზე სამაშველო ბრიგადა ძებნის ოპერაციას რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა.
არსებული ინფორმაციით, ძმები მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.