გასულ წელთან შედარებით იმ ამერიკელების რაოდენობა გაიზარდა, რომლებსაც უპილოტო ავტომობილების არსებობა აშინებთ. ამას გამოკითხვის შედეგები ადასტურებს, რომელიც არაკომერციულმა ორგანიზაცია AAA Foundation for Traffic Safety-მ ჩაატარა.
რესპოდენტების დაახლოებით 73%, რომელთა შორისაც მხოლოდ ავტომფლობელები შედიან, აცხადებს რომ უპილოტო ავტომობილში ჩაჯდომის ეშინია. გასული წლის ოქტომბერში ამავე შეკითხვაზე „შეშინებული“ რესპოდენტების რაოდენობა 63%-ს შეადგენდა.
20-37 წლის ასაკის ახალგაზრდებშიც კი, ავტონომიური ავტომობილების გამოკითხულთა 64%-ს ეშინია. შარშან კი ასეთი 49% იყო.
AAA Foundation for Traffic Safety-ის სპეციალისტები უპილოტო ავტომობილების მიმართ პოპულარობის კლების მიზეზად მედიაში სხვადასხვა ინციდენტის ფართოდ გაშუქებას ასახელებენ. მაგალითად, ავარია, რომელშიც Tesla-ს ავტოპილოტი იყო დამნაშავე, ან Volvo XC90-ის შემთხვევა, რომელიც Uber-ს ეკუთვნოდა.
ყველაზე ხმაურიანი ინციდენტი რაც ავტონომიურ ტრანსპორტს უკავშირდება, არიზონას შტატში, ქალაქ ტემპეში მომხდარი ავარიაა. Uber-ის პროტოტიპმა ვერ შენიშნა და ქალი გაიტანა, რომელიც გზა გადასასვლელის მიღმა გადაკვეთა. მსხვერპლი სააავადმყოფოში გარდაიცვალა.