ცოტა ხნის წინ, ბრიუს უილისს პროგრესირებადი დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, რაც მსახიობის კინოდან წასვლის მიზეზი გახდა. გაირკვა, რომ უილისს დემენციის სიმპტომები უკვე წელიწადზე მეტია აწუხებს, რაც ბოლო გადაღებების დროს ძალიან მკვეთრად გამოიხატა. მას შემდეგ, რაც ექიმებმა პროგრესირებადი დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, მსახიობმა კინოდან წასვლის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.
ბოლო პერიოდში, უილისი რამდენჯერმე გამოჩნდა კამერებთან, ბოლოს ეს მოხდა მსახიობის დაბადების დღეზე, როცა მთელი ოჯახი მასთან მისალოცად შეიკრიბა. ამჯერად კი 68 წლის მსახიობი ქალიშვილთან, რუმერთამ და მის პატარა გოგოსთან ლიეტასთან ერთად ჩახუტებული გამოჩნდა.
„ეს ის ფოტოა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს“ – ბრიუს უილისი ემოციურ პოსტს ავრცელებს
„ეს ნამდვილი სასწაულია“ – ბრიუს უილისი და დემი მური ბებია-ბაბუა პირველად გახდნენ