„რონდელის“ ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი განმარტებით, დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსები ვერ ახერხებენ რაიმე ხელშესახები წარმატების მიღწევას, დრო კი უკრაინელების სასარგებლოდ მუშაობს, რადგან უკვე დაიწყო უკრაინაში დასავლეთიდან გაგზავნილი მძიმე შეიარაღების მიწოდება.
როგორც ზურაბ ბატიაშვილი წერს, დასავლეთის მიერ უკრაინისათვის გაგზავნილი მძიმე შეიარაღებით, უკრაინელებს შეეძლებათ არამხოლოდ მტრის შეტევების მოგერიება, არამედ კონტრშეტევაზე გადასვლა და რუსების გაყრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
კანადამ უკრაინას მძიმე არტილერია მიაწოდა
საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს მიაწვდის
„ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია:
მწვანე რგოლებით აღნიშნულია ის ადგილები, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს;
დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსები ვერ ახერხებენ რაიმე ხელშესახები წარმატების მიღწევას;
დრო კი უკრაინელების სასარგებლოდ მუშაობს – უკვე დაიწყო ჩამოსვლა დასავლეთიდან გამოგზავნილმა მძიმე შეიარაღებამ (არტილერია, ტანკები და ა.შ.), რომელიც პირდაპირ ბრძოლის ველზე იგზავნება;
კიდევ უფრო მეტი მძიმე ტექნიკა გზაშია (ნაწილი კი უახლოეს ხანში გამოიგზავნება);
მათი სრულად ჩამოსვლის შემდეგ უკრაინელებს შეეძლებათ არამხოლოდ მტრის შეტევების მოგერიება, არამედ კონტრშეტევაზე გადასვლა და რუსების გაყრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
ველოდებით ამ გარდამტეხ მომენტს.
უკრაინა გაიმარჯვებს“, – წერს ზურაბ ბატიაშვილი.